გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ანა კალანდაძე   პ.ნ. 12001043078
საგანი: ქართული, როგორც მეორე ენა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი/ მე-5 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 13 მოსწავლე
გაკვეთილის თემა: „მწერების სამყაროში“
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლემ შეძლოს მწერების დასახელება, გარჩევა ერთმანეთისაგან და ისტის გამოყენებით ვენის დიაგრამაში ჩაწეროს მწერების მსგავსება-განსხვავებები.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
ის ტექნ. V.1.  მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის  ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
·       აცნობიერებს თაგვის ღილაკების ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს თაგვს (მაგალითად: თაგვის კურსორის გადაადგილება სასურველ ადგილას, ობიექტის „გადათრევა“ თაგვის საშუალებით, დაწკაპება და ორმაგი დაწკაპება)
ის ტექნ. V. 6.  მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.
·     იყენებს ტექსტური, გრაფიკული და აუდიო მასალის შესაქმნელი საშუალების შესაძლებლობებს ციფრული მასალის საკომუნიკაციო ხარისხის გასაუმჯო­ბესებლად (მაგალითად: ტექსტურ რედაქტორში ასოების ზომების, სტილისა და ფერის შერჩევა, ტექსტის ენობრივი გამართულობა);
ქ.მ.IV.9.  მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული შემეცნებითი ხასიათის მიკროტექსტების წაკითხვა და გაგება.
-      ეძებს და პოულობს, ტექსტის რომელ ნაწილს უკავშირდება ილუსტრაცია, მისი  წარწერა.
-      ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას მარტივი საკითხავი ამოცანების შესასრულებლად (მაგ: იპოვე სწორია თუ არა  ესა თუ ის მოცემული ინფორმაცია; შემოხაზე სწორი პასუხი; მოძებნე მსგავსება/განსხვავება და სხვა).




N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
 მოსწავლეები ასახელებენ მათთვის ნაცნობ მწერებას.
          
გონებრივი იერიში

ფორუმი


დაფა, ცარცი

5 წუთი
2
მოსწავლეები მასწავლებლის მიერ მომზადებულ პრეზენტაციას უყურებენ.




პრეზენტაცია


ფორუმი



კომპიუტერი, პროექტორი

10 წუთი
3
პრეზენტაციიდან გამომდინარე მოსწავლეებმა უნდა შეადარონ მწერები ერთმანეთსნახონ მსგავსება-განსხვავებები და  ვენის დიაგრამის გამოყენებით ჩაწერონ კომპიუტერში.

ვენის დიაგრამა

   ჯგუფური


ფურცელი, კალამი.

20 წუთი
4
მოსწავლეებმა შეაჯამეს მიღებული ინფორმაცია. გააანალიზეს რა იცოდნენ და რა იყო მათთვის  ახალი.



 ვიცოდი, გავიგე, მინდა ვიცოდე

ინდივიდუალური

კომპიუტერი
10 წუთი


                                                               შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმი

ძალიან კარგად ასრულებს
კარგად ასრულებს
ნაწილობრივ ასრულებს
სჭირდება დამატებითი მუშაობა

1.      ასახელებს  მწერების სახელწოდებებს და აღწერს მათ
ასახელებს შესწავლილ ყველა მწერს და მარტვად შეუძლია აღწეოს თითოეული მათგანი.
ასახელებს ნასწავლი მწერების უმრავლესობას და აღწერს რამოდენიმე მწერს უმრავლესობას
ასახელებს რამდენიმე   მწერს, და შეძლია 2-3 მწერის აღწერა.
ასახელებს 2-3 მწერს, უჭირს მათი აღწერა.
2.     კომპიუტერში ავსებს ვენის დიაგრამას

 დახმარების გარეშე შეუძლია ვენის დიაგრამის შევსება

მცირე დახამრებით ავსებს ვენის დიაგრამას
დახმარების გარეშე უჭირს ვენის დიაგრამის შევსება
ვერ ახერხებს დახმარებს ვენის დიაგრამის გამოყენებას.
3 . თანამშრომლობა და ჯგუფური მუშაობა
ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური და სამუშაო ნაყოფიერი, ჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები.

ჯგუფისთითქმის ყველა წევრი იყო აქტიური, ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად პოზიტიური ურთიერთობები იყო.   

მხოლოდ ერთი-ორი მოსწავლე აქტიურობდა, ჯგუფის აქტიურ წევრებსა და პასიურ წევრებს შორის ზოგჯერ ურთიერთოებები იძაბებოდა.
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ, ჯგუფის წევრებს შორის არ შეინიშნებოდა თანამშრომლობითი გარემო.

No comments:

Post a Comment