სასწავლო პროექტის გეგმა


სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება
„მხიარული სტარტები“
პროექტში მონაწილეები

სსიპ.  გარდაბნის მინიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის VI-VII-VIII-IX კლასის მოსწავლეები.




პრობლემის ანალიზი

სასწავლო პროცესი მხოლოდ გაკვეთილებით არ შემოიფარგლება. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კლასგარეშე ღონისძიებებსაც, რომლებშიც მოსწავლეები უფრო მეტი ინტერესითა და ხალისით ერთვებიან.
ეს პროექტი არის სოციალურ უნარებზე, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს გამოავლინონ საკუთარი ცოდნა, ნიჭი, სისწრაფე და ორგანიზებულობის უნარი.




პროექტის მიზანი
არაქართულენოვან სკოლებში სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება,   სწავლის მოტივაციისა და სხვადასხვა პროექტებში აქტიურად ჩართულობის გაზრდა. საკუთარი შესაძლებელობების გამოვლენა სხვადასხვა მიმართულებით და თვითშეფასების ამაღლება. არა აქტიური მოსწავლეე ჩართვა პროექტში, მათ მიერ გადაღებული ფოტოების დამონტაჟება და სლაიდ შოუს მოწყობა.




ეროვნულ სასწავლო გეგმასთან/სტანდარტთან კავშირი
..V.5. - მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.    
სპ.VII-IX.1.3. მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობა
 დადაეუფლოს რთული სიტუაციიდან გამოსვლის საშუალებებს.
შედეგი თვალსაჩინოაროდესაც მოსწავლე:
შეჯიბრისა და ვარჯიშების წინ ასრულებს მოსამზადებელ ვარჯიშებს;
დაუფლებულია სპორტის ძირითად სახეობებსა დასპორტ
ულ თამაშებს.
სპ.VII-IX..3.1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ფიზიკურ აქტივობებში,
 რომლებიც აუმჯობესებენ მის ჯანმრთელობას.
შედეგი თვალსაჩინოაროდესაც მოსწავლე:
მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სახის სპორტულ შეჯიბრებებში;
ამოწმებს საკუთარ მიღწევებს დროის გარკვეულ ინტერვალებში;
სპ.VII-IX..3.2. ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობისას მოსწავლე ეუფლება
 სასიცოცხლო უნარჩვევებს (პრობლემის გადაჭრაგადაწყვეტილების მიღება,
 მიზნის დასახვაადამიანებთანურთიერთობა).
შედეგი თვალსაჩინოაროდესაც მოსწავლე:
             გუნდური თამაშებისას იცავს დისციპლინას, არეგულირებს საკუთარ ქცევებს და ემოციებს, არ ეგება პროვოკაციაზე.
·        გაგებით ეკიდება სხვების მიერ შეთავაზებულ იდეებს, ცდილობს გამოთქვას საკუთარი მოსაზრება;
·        ისახავს მიზანს და ცდილობს ამ მიზნის განხორციელებას;
·        აქტიურად მონაწილეობს გარემოს დაცვაში, უვლის ნარგავებს, ზრუნავს ცხოველებზე;
·        ასაკით უმცროსებს უხსნის გარემოში ქცევის წესებს (ნაგვის დაყრა, ნარგავების დაზიანება, ცხოველებთან სასტიკი მოპყრობა);




პროექტის ამოცანები

კლასგარეშე აქტივობების განვითარებისა და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით და სოციალური უნარების განსავითარებლად  ხორციელდება პროექტი.
პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სოციალური უნარების განვითარებას, როგორიცაა: გუნდური მუშაობა, პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე,   თანამშრომლობა და ორგანიზებულობა.

მოსალოდნელი შედეგები

პროექტის შედეგად მოსწავლეები უკეთ შეძლებენ თანამშრომლობითი უნარების განვითარებას, შეაფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს. აქტივობები გამოიწვევს მათი მოტივაციის გაზრდას და თვითშეფასების ამაღლებას რაც დადებითად აისახებს სასწავლო პროცესზე.
მიზნობრივი ჯგუფი

სსიპ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის  მოსწავლეები, პედაგოგები.
პროექტის ვადები
01.12.2018 – 15.12.2018


ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები

პროექტი  ორი ნაწილისაგან შედგება:
I - პროექტის  დაგეგმვა და მომზადება;
    მოსამზადებელი  ეტაპი, რომლის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირია სპორტის მასწავლებელი.
II - ღონისძიების ჩატარება;
     წინასწარ მომზადებული წინააღმდეგობების (ბარიერის) გადალახვა, მანძილის დაფარვა ლიმიტირებულ დროში (სტარტი-ფინიში), სირბილი ლახტის გამოყენებით. აგრეთვე, მონაწილეებს დისტანციაზე სირბილის დროს ერთ მონაკვეთზე დახვდებათ დამარცვლილი ასოები, რომლისგანაც უნდა ააგონ სიტყვები.
  პროექტში მონაწილე მოსწავლეებს აქტიურობისთვის და ჩართულობისთვის  სკოლა გადასცემს სიგელებს.
   


სარგებელი სხვებისთვის
მოსწავლეებს შესაძლებლობა ექმნებათ გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები, გამოიმუშაონ გარკვეული უნარ-ჩვევები და გაუღვივონ ინტერესი სხვა კლასის მოსწავლეებსა და/ან მასწავლებლებს, რათა შემდგომში გაუჩნდეთ მოტივაცია თვითონაც დაგეგმონ და განახორციელონ მსგავსი სასწავლო პროექტები.    
                                                                             
პროექტის გამოყენებითი ხასიათი კოლეგებისთვის
პროექტი ეხმარება კოლეგებს პროფესიულ განვითარებაში და ბადებს მისი საკუთარ პრაქტიკაში გამოყენების სურვილს. არ არის აუცილებელი სპეციალური დღის არსებობა. მსგავსი პროექტი წარმატებით შეუძლია განახორცილოს სხვადასხვა ენის მასწავლებლებმა.

რესურსები:
·           ფურცლები, კალმები (დამარცვლილი სიტყვები, რომლისგანაც უნდა ააწყონ სიტყვები)
·          ფოტოაპარატი;
·          სიგელები.
·          ლახტი;
·          კომპიუტერი.
პროექტის მონიტორინგი და შეფასება
პროექტის მიმდინარეობაზე მონიტორინგი განხორციელდება ეტაპობრივად:
·        მოსწავლეთა ინფორმირება;
·        სტარტებისთვის მოსამზადებელი საჭირო რესურსების უზრუნველყოფა;
·        უშუალოდ პროექტის განხორციელების პროცესზე დაკვირვება;
             პროექტის შესაფასებლად კი გამოვიყენებთ შემდეგ    ინსტრუმენტებს:
·        მოსწავლეთა მზადყოფნა;
·        დაგეგმილი აქტივობების სრულად განხორციელება;
·        რესურსების შესაბამისობა მიზანთან;
·        პროექტში ჩართული ყველა მხარის კეთილსინდისიერება (არ მოხდეს შეჯახება,  ხელის კვრა, ხელის შეშლა და ა.შ.)
·        დროის რეგლამენტის დაცვა;

პროექტის ხელმძღვანელები:
სსიპ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო  სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი, ანა კალანდაძე -  akalandadze387@gmail.com
პროექტის განხორციელების ვადები:

აქტივობები
01.12.2018
08.12.05.2018
15.12.2018
1
პროექტის დაგეგმვა
X


2
პროექტის მზადება

X

3
პროექტის განხორციელება


X


                          



No comments:

Post a Comment